Thursday, March 25, 2010

,,თბილისი ჩემი სახლია"

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან მშობლიური ქალაქის სხვადასხვა უბნებს,ამ უბნების ბინადართ, შეისწავლიან მათ პრობლემებს.
მნიშვნელობა/აქტუალობა - პროექტი აქტუალურია თბილისის ისტორიული და მრავალ ეთნიკური უბნების შესწავლის თვალსაზრისით.
მიზნები და შედეგები
- მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევისა და ინტერვიუს ჩაწერის უნარ-ჩვევა.
შეფასების საგანი და პროცედურები - პროექტის მონაწილენი შეფასდებიან ინფორმაციის მოძიების, ორგანიზების,ისტ-ის გამოყენებისა და ჯგუფებში მუშაობის მიხედვით.

წინასწარი ცოდნა
- მოსწავლეებმა იციან თბილისის ისტორიული უბნების ადგილმდებარეობა,ზოგადად იცნობენ მათ მიერ არჩეულ უბნებში არსებულ ღირსშესანიშნაობებს.
სასწავლო რესურსი და ტექნიკური მასალები
- ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, ციფრული ფოტოაპარატი,დიქტაფონი.
სასწავლო პროექტის მსვლელობა - მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი( სურვილისამებრ) მოაწყობს ექსკურსიას თბილისის სხვადასხვა უბანში.მოიძიებს ინფორმაციას კონკტრეტული უბნის დაარსერბის შესახებ.პროექტზე მუშაობისას მოიძიებენ მასალებს ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, ხელოვნებიდან, შეაგროვებენ ძველ ფოტოსურათებს და გადაიღებენ ახალს.მონახავენ უბანში მცხოვრებ უხუცეს ადამიანებს, ჩაწერენ ინტერვიუს. გააკეთებენ ჩანახატებს, დაწერენ ესეებს.,ესაუბრებიან კონკრეტული უბნის ბინადართ, მათგან შეიტყობენ და ადგენენ მათი უბნის როლს წარსულსა და თანამედროვე ეპოქაში.